„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სოფელ ატოცში მათი ქცევა ექსპრომტი იყო.
“თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ატოცში ჩავედით იმიტომ, რომ რუსებს უკანალს ვაძლევდით, ფარისევლები არიან, რადგან გაიგეს რაც იყო და თუ ვერ გაიგეს, იდიოტები არიან. იქ იდგა რუსული კამერა, რომელიც გვაკვირდებოდა, როგორც ლაბორატორიულ ვირთხებს, რაც იყო გამაღიზიანებელი. იღებდნენ, თუ როგორ ავლებდნენ ღობეს და იმას, თუ რამდენად უსუსურ მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ "360 გრადუსში".
შეგახსენებთ, “გირჩის” რამდენიმე წევრი ატოცში ჩავიდა და რუსულ მხარეს უკანალები უჩვენა.