საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტად მოსვლისთანავე ფული გამოყო სამების ტაძრის დასრულებაზე. "მოოქროვილი ჯვარი და გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი საააკაშვილის გამოსვლას მაშინვე სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
"ის მოოქროვილი ჯვარი მამუკა ჯინჭარაძემ და მისმა მეუღლემ შესწირეს სამებას. ის ჯვარიც და სახლიც იერუსალიმში საქართველოსთვის ირინა ჯინჭარაძემ შეიძინა. იმ ირინა ჯინჭარაძემ, რომელსაც მერე გიორგი ქადაგიძის დახმარებით "სახალხო ბანკი" წაართვი და ლადო გურგენიძეს უფეშქაშე", - დაწერა სოფიო ხორგუანი.