დაზარალებული მეანაბრეები გაზეთ „ქრონიკა+

დაზარალებული მეანაბრეები გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქტორ ელისო კილაძეს პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ

დაზარალებული მეანაბრეები გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქტორ ელისო კილაძეს პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციას.

იპოთეკით დაზარალებულების თქმით, ელისო კილაძე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მათი აქცია შვილმოკლული მამების კონტრაქციაა და „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნული კონტრაქციის გასამართად მობილიზება სთხოვათ. 

„ მამუკა მდინარაძე დაპირებით არაფერს დაგვპირებია. გვითხრა, რომ შეხვედრაზე კანცელარიაში მივსულიყავით. შეხვედრაზე, რომელსაც თავად მდინარაძე არ დასწრებია, მიქელაძესთან და ბეჟანიშვილთან საუბარი გვქონდა იმ პრობლემებზე, რაზეს ვსაუბრობთ და გვაწუხებს",-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

დაზარალებული მეანაბრეები ელისო კილაძეს გასაუბრების ტონს უწუნებენ. მათი თქმით, „ქრონიკა+"-ის რედაქტორს მათი დაკითხვის უფლება არ აქვს.

https://wetransfer.com/downloads/d41d11502520eb22ac7ace16b804329320181112182534/7bfcd58902c4ce1b083d71b03fe3edf620181112182534/77e662