ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გადაცემა “კვირის აქცენტებში” მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და მედიაგაშუქების თემაზე ისაუბრეს, მათ აღიარეს, რომ 2012 წლამდე “რუსთავი2” და ტელეკომპანია “იმედი” იყო ძალიან პროსახელისუფლო და ძალიან დიდი გავლენის ქვეშ.
“მე მესმის, 2012 წლამდე “რუსთავი2” იყო ძალიან პროსახელისუფლო არხი და ძალიან დიდი გავლენის ქვეშ იყო, მათ შორის “იმედიც”. არ მიყვარს მორალისტობა, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც მუშაობს პროსახელისუფლო არხზე, მაგრამ რაღაცას აქვს საზღვარი. როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერი ჩართეს “რუსთავი2″-ის პირდაპირ ეთერში და ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ დატოვებდნენ ტელევიზიას”- განაცხადა კვესიტაძემ.
საუბრისას ნიკა გვარამიამ ისიც დაამატა, რომ ტელეკომპანია “იმედი”-სგან განსხვავებით, “რუსთავი2”-ს მოდელირებული "კურიერი" არ გაუკეთებია.