პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იმედია, ნ. გვარამიას ჩემს პოსტს დაუკოპირებენ, რომ ამობეჭდოს და გაიკრას შუბლზე: კახა თარგამაძეს საერთოდ არ ვიცნობ, პირადად არც კი შევხვედრივარ. რუსეთის აგენტია შენი დირექტორი მიშა სააკაშვილი, რომლის "კაგებეშნიკურ" ფულზეც მიბმული ხარ ძუძუს გოჭივით. რაც შეეხება გადაღუნვას, ნაცმოძრაობაში ბევრი გყავს, ვისზეც შეგიძლია ძალები მოსინჯო! ვაშაძით დაიწყე!
ერთი რამეც იცოდე: ყველა შეურაცხყოფაზე გაგებინებთ პასუხს. გინდა მუქარად ჩათვალე და გინდა- რჩევად!“ - წერს ინაშვილი.