"სალომე ზურაბიშვილი აგონიაშია, აღარ იცის რა მოიმოქმედოს. არავინ მას არ ემუქრება. ერთადერთი - ხალხი, ქართული საზოგადოება, ამომრჩეველი, ეუბნება ზურაბიშვილს - წადიო, ან ჩვენ გაგიშვებთ ჩვენი არჩევანითო. ზურაბიშვილი ცდილობს, ხალხს თავი შეაცოდოს. ხალხს, რომელმაც ის შეიზიზღა“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ნიკა რურუა.
„2020NEWS“-თან საუბარში რურუა კიდევ ერთხელ ეხმაურება იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლება, გრიგოლ ვაშაძეს პრორუსობაში ადანაშაულებენ და ამის დასამტკიცებლად ის რუსი პიარ-ტექნოლოგები მოჰყავთ, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბში მუშაობენ.
„ჯერ ერთი შკრიალოვი ბელორუსია. ცნობილია, რომ ის არის პუტინის სერიოზული მოწინააღმდეგე. მეორეც, სალომე ზურაბიშვილი როგორ საუბრობს გრიგოლ ვაშაძის პრორუსობაზე, როდესაც თვითონ ორიენტირებულია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. გრიგოლ ვაშაძე კი ორიენტირებულია არაღიარებზე. „ქართული ოცნებას“ მინისტრთა კაბინეტში რუსეთის ორი მოქმედი მოქალაქე ჰყავს, ერთს აბარია ქვეყნის უსაფრთხოება და მეორეს ეკონომიკა. გახარია-ქობულიას შემდეგ, სასაცილოა ვაშაძის პიარის თანამშრომლების ეროვნებასა და სულისკვეთებაზე ისაუბრო“, - აცხადებს ნიკა რურუა.