„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიწასთან გასწორებას პირდება.
ინაშვილის ემოციური მიმართვა ბიუროს სხდომაზე დაპირისპირებას მოჰყვა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების თემას ეხებოდა.
“მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი გეტყვით უარს, ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან პოლიტიკურად, მორალურად და ზნეობრივად. თქვენ მაინც არ გაქვთ ზნეობა, დაცლილები ხართ ბოლომდე. ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები - თქვენი ტიტუშკების არავის ეშინია. არც გვარმიასი ეშინია არავის, იქედან რომ დედას იგინება. დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, სულ ყველას. ეს მართლა არამზადები“, - განაცხადა ინაშვილმა.
ვიცე-სპიკერისთვის პასუხის გაცემა რომან გოცირიძემ სცადა, რომელმაც ინაშვილს მიმართა, რომ სავსებით სამართლიანად ეშინია თავად ინაშვილს.
„ვისაც ეშინია, ულვაშებზე ეტყობა, რომ გიცახცახებთ ახლა და კიდევ გრიგოლ ვაშაძეს, რუსეთის აგენტი როა. გაჩუმდით ერთი წამით. ბატონო რომან, დამშვიდდით, წყალი დალიეთ, ცოტა გაგრილდებით“, - მიმართა ინაშვილმა რომან გოცირიძეს ბიურის სხდომაზე.