„მეჩითოვს ასე გადაეცით, საქართველოში ნუ აკეთებ ასეთ განცხადებებს-თქო. თუ 9 აპრილს არავინ დაიღუპა და ყველაფერი კარგი იყო, მაშინ საქართველოში როდის იყო უბედურება?!
„საქართველოს ბედი გასარჩევად ფოტოგრაფ მეჩითოვზე რომ დადგება, ჩვენი საქართველო მართლა დასაღუპი და დასაქცევია," - ასე ეხმაურება ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ინტერვიუს „რეზონანსთან" საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.
საქართველოში მეჩითოვის ორი დღისწინანდელმა ინტერვიუმ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, - საზოგადოების დიდი ნაწილი 9 აპრილის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ აღაშფოთა.
10 ნოემბერს "ალჯაზირასთვის მიცემულ ინტერვიუში მეჩითოვი საუბრობს, რომ 9 აპრილი აქციის მონაწილეთა „კრიმინალურ აქტს" წარმოადგენდა და მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო.
„აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ, ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი.
„ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს.
„რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.
„რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები," - აღნიშნულია განცხადებაში.