“მეჩითოვის ეს განცხადება არის საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯება

“მეჩითოვის ეს განცხადება არის საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯება"

"9 აპრილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მტკივნეული დღეა და ასეთ განცხადებები არის საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯება" - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი იური მეჩითოვის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც მან "ალჯაზირას" ეთერში 9 აპრილის შესახებ გასულ ფილმში გააკეთა.

"მე თავად ვიყავი აქტიური მონაწილე 9 აპრილის მოვლენების. ეს დღე საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მტკივნეული დღეა, ყველამ კარგად იცის რა საშინელებაც მოხდა იმ ღამეს და ამ მოვლენებთან დაკავშირებით უამრვი ოფიციალური მასალა არსებობს.

ძალიან გულსატკენია, თუ იური მეჩითოვმა ასეთი რამ გააზრებულად თქვა, შეიძლება მას სხვა რამის თქმა უნდოდა. მაგრამ ასეთი განცხადებები სამარცხვინო და დასაგმობია, რადგან ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯება.

მე ასევე აღმაშფოთა "რუსთავი 2"- ის დირექტორის განცხადებებმა, ამდენი დედის გინება პირადაპირ ეთერში, ეს არის მაყურებლის შეურაცხყოფა, სად არის აქ ჟურნალისტური ეთიკა? მათი აღშფოთების მიზანი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რომ ჩვენ, ვინც სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ მხარს, ყველანი ასეთები ვართ " - განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.