"ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე" - ბესელია ელენე ხოშტარიას

ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას ბიუროს სხდომაზე, სადაც ბესელიას განცხადებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ელენე ხოშტარიას გაღიზიანება მოჰყვა. მისი თქმით, პარლამენტი ვერ დასჯის დამნაშავეებს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს ყველა, რასაც ელენე ხოშტარიამ „დემაგოგია“ უწოდა.

„ძალიან უხერხულია, როცა ასეთი აღრევა ხდება. მგონია, რომ აპელაციამ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს, პასუხი გასცეს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. ველოდებით სააპელაციო სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას – ვინ არის მკვლელი და ვინ არ არის. ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს აპელაციამ და არა პარლამენტმა. 

ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ თითქოს, პარლამენტს გვთხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ხალხი, ვიპოვოთ მკვლელები, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. თუ ასე გვინდა აღრევა ხელისუფლების პრინციპების, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“, – აღნიშნა ბესელიამ.