"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის დღეს გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რა მშიშარა ყოფილა ყველაფერთან ერთად კანდიდატი სალომე! ნეტა იცოდეს, რა მუქარის წერილები და სმს-ები მომდის და ყველა ჯერზე ბრიფინგი რომ ვატარო...
მაგრამ რა ქნას, დაავალეს და თან იდეა აღარ აქვთ, საარჩევნოდ რითი შეაშინონ ხალხი!", - წერს სამნიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მის და მის შვილებს სიცოცხლის მსპობით ემუქრებიან.