კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფოტოგრაფი იური მეჩითოვი მედიასთან კონტაქტზე უარს აცხადებს. მეჩითოვი დღეს 14:00 ტვ პირველის თოქ-შოუ "დღის ამბების" სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ეთერამდე ერთი საათით ადრე შეთანხმება დაარღვია და გადაცემაში სტუმრობაზე უარი განაცხადა " სხვა გასართობით დაკავდით ჟურნალისტები" ასე უპასუხა მეჩითოვმა "დღის ამბების" პროდიუსერს.
იური მეჩითოვი ბოლო დღეებში, მის მიერგაკეთებული განცხადებებით მოექცა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ტელეკომპანია ალ ჯაზირასთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსის ჯარს არავინ მოუკლავს, ხალხი მიტინგზე ასფიქსიით დაიხოცა და არა ნიჩბების დარტმით.
მანვე დღეს "კურიერთან" გააკეთა კომენტარები და თქვა, რომ აფხაზეთში საქართველოს რუსეთი არ ებრძოდა. მისივე თქმით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.