„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რიგგარეშე „ვარდების რევოლუციას“ პროგნოზირებს.
„არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია“.
შკლიაროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ახალი ტიპის და ახალი თაობის უფრო ძლიერი დემოკრატიული „სტარტაპ-სახელმწიფო“, თანამედროვე სამყაროში კი, მისი აზრით, ეს ერთადერთი გზაა განვითარების და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების“.