ამინდი მკვეთრად გაუარესდება - ტემპერატურა განახევრდება, მოსალოდნელია ყინვა

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - ტემპერატურა განახევრდება, მოსალოდნელია ყინვა

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს, 12-13 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, 12-ში ტემპერატურა 14 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს 9 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 12-13 ნოემბერს თოვლია მოსალოდნელი.

წვიმაა მოსალოდნელი 12-13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ტემპერატურა 16-21 გრადუსი იქნება.

თბილისში უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიწევს. 12 ნოემბერს დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება და ტემპერატურა 5-6 გრადუსი იქნება სამშაბათს 13 ნოემბერს.