შოთა ხაბარელი: გრიგოლ ვაშაძის განცხადებები დიდი საშიშროებაა სპორტისთვის

შოთა ხაბარელი: გრიგოლ ვაშაძის განცხადებები დიდი საშიშროებაა სპორტისთვის

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ხაბარელი გრიგოლ ვაშაძის “დოიჩე ველესთან” ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, სპორტთან დაკავშირებული განცხადებები დიდი საშიშროებაა სპორტისთვის.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმავე გზას ადგას სპორტთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც მათ გააუქმეს სპორტსკოლები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტის უნივერსიტეტი და საზოგადოება, ფაქტობრივად, სპორტის გარეშე დატოვეს.

ხაბარელის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის განცხადებები მიუღებელია და სპორტს დაფინანსება კი არ უნდა მოაკლდეს, პირიქით, უნდა გაეზარდოს.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ გერმანულ მედიასაშუალება „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში სპორტის დაფინანსებას სულელური ხარჯები უწოდა და აღნიშნა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ, საფეხბურთო პროგრამების, ბეისბოლისა და ჰოკეის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხებს სოციალურ პროგრამებში, ასევე განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოიყენებს.