რა ხდებოდა რეალურად სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის დროს?!

რა ხდებოდა რეალურად სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის დროს?!

ჟურნალისტი გვანცა ფიფია სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ქორწილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ჯვრისწერის ცერემონიის შესახებ წერს. თვითმხილველების თქმით, ჯვრისწერის გამო  მოქალქეებს ტაძარში შესვლის ან მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვა არ ჰქონიათ.

"ბერას დამცველად მე ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ სვეტიცხოველში იყო დღეს ჩემი მეგობარიც, რომელსაც დავურეკე და ვკითხე, შეეძლო თუ არა შესვლა ტაძარში, რაზეც მითხრა, რომ კი. ერთადერთი ითხოვეს, ჯვრისწერის პროცესში, საკურთხეველთან ოდნავ მოშორებით ვყოფილიყავითო", - წერს გვანცა ფიფია.