ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სამედიცინო ცენტრს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სამედიცინო ცენტრს აშენებს

მილიარდელი  ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში  მრავლპროფილურ, მაღალი სტანდარტებით აღჭურვილ საავადმყოფოს აშენებს. სამედიცინო დაწესებულება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთლიანად  საქართველოს მოემსახურება. მშენებლობაზე დასაქმებულია  200-მდე ადამიანი.

როგორც "2020NEWS"-თვის გახდა ცნობილი, მილიარდელი  რეგიონში საცხოვრებელ კორპუსსაც ააშენებს, სადაც სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახები შესახლდება.

"აბასთუმანში მრავალპროფილური სარეაბილიტაციო სავადმყოფო შენდება ბიძინა ივანიშვილის რესურსით. ეს იქნება ერთ-ერთი თანამედროვე, მაღალ სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფო, რომელიც მოემსახურება არა მარტო, რეგიონს არამედ მთელ საქართველოს! ივანიშვილი უსასყიდლოდ და საკუთარი სახსრებით ააშენებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს და სახელმწიფოს გადასცემს უსასყიდლოდ. მშენებლობაზე ამ დროისთვის 200 ადამიანია დასაქმებული. აქვე შენდება კორპუსი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემათ", - აცხადებენ მშენებლობაზე დასაქმებული პირები.

საავადმყოფოს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.