გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოველის დროებით დახურვას ფეოდალიზმად მიიჩნევს.
ბათუმში ამომრჩევლებთან შეხვედრისას პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა მწვავედ შეაფასა მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქორწინება.
„ვინ მისცა ამათ უფლება სვეტიცხოვლის დაკეტვის და მლოცველების იქ არშეშვებისა? - ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს არის ფეოდალიზმი. ოლიგარქის შვილის ქორწილ ის გამო, მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს ხალხი, მლოცველები და მთელი ქალაქი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის, მეგობარო, ჩვენი სამშობლოა სუყველასი, საქართველო. სვეტიცხოველი ისე ეკუთვნის სუყველას, როგორც სხვას და არ დაკეტილა არასოდეს ამდენი საუკუნის განმავლობაში,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს.