ბათიაშვილი: თუკი წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა იკითხოს – “გვეშველება რამე?”

ბათიაშვილი: თუკი წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა იკითხოს – “გვეშველება რამე?”

"თუკი წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა იკითხოს - "გვეშველება რამე?" მერე უკვე კარგა ხნით არაფერი გვეშველება" - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას" ორგანიზატორმა განაცხადა. მან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეებზე ისაუბრა.„წესით და რიგით დღეს ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი დგას. წინ უნდა ვიხედებოდეთ, მომავლისკენ და წარსულის რეციდივებზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ტრაგედიაა, რომ კვლავაც გვიწევს საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასა" და სააკაშვილზე.

მე კარგად მესმის ჩვენი ხალხის. მათ უჭირთ და ამის გამო არის ნეგატიური მუხტი. უჭირს გლეხს, მუშას, პედაგოგს, მეცნიერს. მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს - მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში არსებული ნეგატივებისა, დღეს ჩვენ ამ მთავრობის პირობებში ჯერ კიდევ მაინც გვაქვს განვითარების და ქვეყნის გადარჩენის პერსპექტივა. სააკაშვილის და ბნელი ძალის დაბრუნების შემთხვევაში კი დიდი ხნით დასამარდება საქართველოს მომავალი, რაც არ უნდა დავუშვათ. თუკი ეს წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა დასვას ის ცნობილი კითხვა - „გვეშველება რამე?" - მერე უკვე კარგა ხნით არაფერი გვეშველება" - განაცხადა ბათიაშვილმა.