,,ხალხს ატყუებენ, რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ტარდება #არამიშას აქციები”

,,ხალხს ატყუებენ, რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ტარდება #არამიშას აქციები”

მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:

,,მეგობრებო, რეკავენ ოჯახებში

და ხალხს ატყუებენ, რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ტარდება#არამიშას აქციები, აგრეთვე პატრიარქის სახელით მოუწოდებენ მეორე ტურზე მისვლისაკენ და მოღალატის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ!

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ( არა მარტო) გამომდინარე , დედებმა მივიღეთ გადაწყვეტილება – გავდივართ ქვეყნის მასშტაბით სიმართლის გასავრცელებლად ყველა ტყუილზე …. კიდევ ერთხელ უნდა შემოვიაროთ ფეხდაფეხ მთელი ქვეყანა და დავარწმუნოთ ადამიანები მეორე ტურზე მისვლის აუცილებლობაში .

აქვე კიდევ ერთხელ მინდა დედების სახელით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ფინანსურად, ფიზიკურად, მორალურად და ადამიანურად გვერდით გვედექით , გითხრათ ის რომ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები , გაზეთი წყვეტს ფუნქციონირებას და აღარ შეგაწუხებთ, მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ გვერდით დაგვიდგეთ, რომ შევძლოთ ქვეყნის მასშტაბით გასვლა და რასაც მოვასწრებთ მაქსიმალურად დავიხარჯოთ , რომ არ დავუშვათ მოღალატის გაპრეზიდენტება!

#ძალაერთობაშია

#ვემსახურებითსაქართველოს”- წერს მეგი გოცირიძე.