„ევროპულ საქართველოს“ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია

„ევროპულ საქართველოს“ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ორივე პოლიტიკური ძალა არჩევნების შემდეგ საქმიანობას ცალ-ცალკე გააგრძელებენ, როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტები.

„ეს ეხებოდა, მხოლოდ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც ეს პარტიები ცხოვრებას და მოღვაწეობას გაგრძელებენ, როგორც სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულები, რომლებსაც არაფერი არ აკავშირებთ, არც ორგანიზაციული, არც იდეოლოგიური, გარდა იმისა, რომ ორივე მიეკუთვნება „ევროპის სახალხო პარტიის" ოჯახს", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყარელიძის თქმით, განცხადებაში ნათქვამი ფრაზა, რომ ორივე პოლიტიკური ძალა „ევროპის სახალხო პარტიის" ოჯახის წევრია, მიანიშნებს იმაზე, რომ „ევროპულ საქართველოს" ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და თავად არ გაუზომია ეს საკითხი.

„ეს შერწყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის" პრობლემა არ არის, მათ ხმები სჭირდებოდათ. „ევროპულ საქართველოს" ელექტორატის შეგროვების პრობლემა ჰქონდა, დღეს შეიძლება შეაგროვა, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი - ლიდერები კი ჩაეხუტნენ ერთმანეთს, მაგრამ ელექტორატი აჰყვება მათ ლიდერებს?

„პარტიების შერწყმა შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს „ევროპული საქართველოს" ელექტორატისთვის, რადგან დღევანდელი დღის წესრიგი გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას და ძალაუფლებასთან მიახლოვებას. ამიტომ, გადაგამს თუ არა „ევროპული საქართველოს" ამომრჩეველი ნაბიჯს გაძლიერებული „ნაციონალური მოძრობისკენ", მეეჭვება. ანუ, პერსპექტივის თვალსაზრისით, პრობლემები შეიძლება „ევროპულ საქართველოს" შეექმნას", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.