გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს ბათუმში შეხვდნენ. შეკრებილებს სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა მიმართა.
სანდრა რულოვსის თქმით, ძალიან დიდი მოთმინება მართებს საზოგადოებას, რომ პირველი ტურის შემდეგ, საბოლოო გამარჯვება მოიპოვონ მეორე ტურშიც.
„არჩევანი უფრო მარტივი გახდა მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა. მათ შორის დიდი სხვაობაა. ერთი არის წინსვლა, მეორე, უკუსვლა. ადვილი უნდა იყოს მათ შორის არჩევანი, ვინც უკუსვლის მხარესაა, არ შეიძლება რომ უკუსვლა ასოცირდებოდეს ევროპელობასთან, კეთილდღეობასთან, არ შეიძლება უკუსვლა ასოცირდებოდეს სტაბილურობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან. ამიტომ მარტივია ჩვენი არჩევანი, უნდა წავიდეთ წინ. დავდგეთ ამ ფრონტზე და ისევ ვიბრძოლოთ, რომ წავიდეს ქვეყანა წინ. ამ კურსის შეცვლა მოხდება აუცილებლად გრიგოლ ვაშაძის მეშვეობით," - განუცხადა სანდრა რულოვსმა ამომრჩეველს.