"აშკარად გაჩნდა აგრესიული რევანშის საფრთხე. ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. აღარ ვაპირებდი ამ წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო განცხადების გაკეთებას, მაგრამ გადავწყვიტე, ხმამაღლა გამომეხატა ჩემი პოზიცია" - ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ განაცხადა.
"სალომე ზურაბიშვილს ეტყობა, რომ კულტურულ წიაღშია აღზრდილი. ამაზრზენი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ზურაბიშვილი ქართველი არარის. ეთნიკურადაც რომ არ იყოს ადამიანი ქართველი, მაგრამ ქართველობა უნდოდეს, ასეთი რამ მაშინაც არ უნდა თქვა...
მერე საკითხავია, ამას ვინ ვის ეუბნება? სააკაშვილი, რომელმაც, როცა დადგა არჩევანის წინაშე, დათმო საქართველოს მოქალაქეობა და პირველივე მოსახვევში მოისროლა საქართველოს პასპორტი.
და ვის ეუბნება ამას? სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც, როცა დაუდგა არჩევანი, დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს სასარგებლოდ. ვინ არის ქართველი და ვინ - არა?!
დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს აგრესიულ რევანშს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებისგან მომდინარეობს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად ვიცნობ, შემქმნოდა შთაბეჭდილება, რომ ის არავის თოჯინების თეატრის პერსონაჟი არ გახდება", - განაცხადა დათო მაღრაძემ "კვირის პალიტრასთან".