"დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს ჩემი შვილის საფლავზე დავაკლავდი" - ზაზა სარალიძე

დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს ჩემი შვილის საფლავზე დავაკლავდი და ეს შს მინისტრმა კარგად უნდა გაითვალისწინოს, - ასე უპასუხა შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობა ხელისუფლებას თავად სურს.

მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ! სანამ სამართლი არ აღდგება, აქ ვიქნები. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას, მაგრამ პოლიცია არ იცავს კანონს, მოდის და უკანონოდ ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე. რაც საქართველოს კონსტიტუციამ მოგვანიჭა უფლება, ამ უფლებას არღვევს პოლიცია", - აღნიშნა სარალიძემ.