აშშ-ში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე მალკევიჩი დააკავეს

აშშ-ში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე მალკევიჩი დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცავებმა რუსი ჟურნალისტი, "USA Really"-ს რედაქტორი და საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მალკევიჩი დააკავეს, რომელიც შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების გასაშუქებლად იმყოფებოდა.

ჟურნალისტი 9 ნოემბერს რუსეთში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის ვაშინგტონის აეროპორტში FBI-ის აგენტებმა დააკავეს. სპეცსამსახურის წარმომადგენლები მალკევიჩს 19 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ძალოვანებმა მას ოფიციალური შეტყობინება გადასცეს, რომ რედაქციამ "USA Really" აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოურ აგენტად უნდა დაარეგისტრიროს.

იგი აცხადებს, რომ "USA Really" როგორც მედიაორგანიზაცია დარეგისტრირებულია რუსეთში, ხოლო კითხვაზე დაარეგისტრირებს თუ არა მას უცხოურ აგენტად, მაკლევიჩი პასუხობს, რომ ამ თემაზე იურისტებთან კონსულტაციას გამართავს,

მომხდარის გამო ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.