კინორეჟისორ ქეთი დოლიძე, რომელიც საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვარს უწოდებს, იქ გამართული აქციით უკმაყოფილოა:
"მივმართავ საქართველოს მთავრობას! რატომ არ აღკვეთეთ საქართველოს საზღვარზე ეს ამაზრზენი, პროვოკაციული აქცია, გამიზნული მხოლოდ რუსი ჯარის ისევ გასააქტიურებლად საქართველოში!
ვინ არის ჯაფარიძე, რომ ამხელა პროვოკაციას პატიობთ? ახსენით თქვენი დუმილის მიზეზი!
თქვენს თვალწინ ხდება ამაზრზენი ფაქტი და თქვენ ამაზე რეაქცია არა გაქვთ? ვერ ხედავთ რა ხდება?
ეს სახელმწიფო საზღვარია თუ ჯაფარიძის და ნაცების საცირკო არენა?"- წერს დოლიძე.