ინაშვილი: შარვლის ჩახდით გინდათ ქვეყნის გამთლიანება?

ინაშვილი: შარვლის ჩახდით გინდათ ქვეყნის გამთლიანება?

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩატარებულ აქცია-პერფორმანსს ეხმაურება.

"შარვლის ჩახდით და უკანალის გამომზეურებით, ეტყობა, ქვეყანა გამთლიანდება.  მამაკაცი ნებაყოფლობით შარვალს იხდიდეს და პიარ-აქციაში მონაწილეობდეს, თან, ვიდეოკამერების წინ და ამას ქვეყნისადმი სიყვარულით ხსნიდეს, ასეთი რამ “ბანანის” რესპუბლიკაშიც არ მოხდება. მე, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირდაპირ ვეუბნები ამ ე.წ. კაცებს: თქვენ ომში წასაყვანი ხალხი არა ხართ. შარვალჩახდილი კაცი ომს ვერ იგებს. დამწყებ ენთუზიასტებს ვეუბნები: ნუ ჩაიხდით შარვალს, მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა.

ესაა პროვოკაცია, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად. რას აპირებთ? ამ შარვალჩახდილებს უნდა დააწყებინოთ ახალი ომი? მათი მიზანიც ეს არის", - წერს ირმა ინაშვილი.