პრეზიდენტის მრჩეველი მარგველაშვილის დავალებით ზაზა სარალიძის აქციას შეუერთდა

პრეზიდენტის მრჩეველი მარგველაშვილის დავალებით ზაზა სარალიძის აქციას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როდესაც სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს. ჩიხრაძის თქმით, სამართალდამცავებმა კანონი დაარღვიეს და მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცეს.

„პრეზიდენტმა მომწერა, რომ მე აქ მოვსულიყავი მისი სახელით და სოლიდარობა გამომეთქვა ბატონი ზაზა სარალიძისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს აქ არის“, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

პრეზიდენტის მრჩეველი თბილისის მერიის წერილს აკრიტიკებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ საახალწლო დეკორაციების გამო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ შვილმოკლულ მამებს.