საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამ ვიდეო დოკუმენტის ნახვის მერე, ვინც ისევ იმის მტკიცებას დაიწყებთ, რომ სალომემ სხვა რამე თქვა, ვიდრე სააკაშვილი აღიარებს ამ კადრებში - გთხოვთ, მე პირადად დამემშვიდობეთ ნებით.
ნეტავ, გენერალ ჭანკოტაძესაც არა აქვს ეს ნანახი თუ არ ახსოვს რა ხდებოდა იმ დღეებში?
როგორ შეგეძლოთ ასეთი ბინძური შავი პიარის აგება ამხელა ტყუილზე?“ - წერს კვაჭანტირაძე.