"არ დაგითმობთ არაფრით! მე "ნაციონალურ მოძრაობას" კი არა, გაერთიანებულ ოპოზიციას ვუჭერ მხარს" - განაცხადა პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას დაჩი ცაგურიასთან, ანდრია გვიდიანთან და ხათუნა ხოფერიასთან დებატებში.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე არცერთ დანაშაულებრივ ქმედებაში არ იყო გარეული და ის ღირსეული კანდიდატია. თაკო ჩარკვიანის მტკიცებით, არავითარ რევანშს ადგილი არ ექნება.
"რომელ რევანშზეა საუბარი? რა რევანში? ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იმიტომ დასახელდა, რომ არის ძალიან ასაკის პატივისმცემელი და ლოიალური", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.