ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს

ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას პოლიტიკური პარტია „გირჩი" და მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია" მართავს.

აქციაზე მონაწილეებმა შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტებს უკანალი აჩვენეს. იდეის ავტორი იყო "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ატოცში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო პრესის ყურადღება მიიქციოს.

 

საოკუპაციო ხაზთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ - „ცხინვალი საქართველოა" , „არა რუსულ ოკუპაციას!".

მავთულხლართების მიღმა კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან მობილიზებულნი.