ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა მეორე ტურის შემდეგ უნდა გამოეცხადებინათ, - ძაბირაძე

ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა მეორე ტურის შემდეგ უნდა გამოეცხადებინათ, - ძაბირაძე

„ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეა არჩევნების შედეგებით არის განპირობებელი. თავად იდეა კარგია და ქვეყანასაც წაადგება, მაგრამ რამდენად არსებობს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამის რეალური რესურსი, ეს მეეჭვება", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

უნდა შეიქმნას თუ არა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ცენტრი - „რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას რამდენიმე კომპონენტი სჭირდება, მათ შორის პირველი - იდეა და ფინანსები. თუმცა, დღვანდელმა ვითარებამ დაგვანახა, რომ ფინანსები აუციელებელია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

„თავად იდეა კარგია და აუცილებელიც, მაგრამ რამდენად არსებობს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამის რეალური რესურსი, ეს ცოტა მეეჭვება. მეჩვენება, რომ დღეის მოცემულობით ეს იდეა ჰაერში ფარფატებს და ბევრი ცდილობს მის დაპატრონებას, ვინ იტყვის პირველი. არადა როცა იდეა ასწრებს ამომრჩევლის განწყობებს, იგი მკვდრადშობილი ხდება.

„ჩემი აზრით, ალბათ მაინც პროცესებს უნდა დავლოდებოდით, სულ მცირე მეორე ტურის შედეგებს, რადგან, როგორც ერთი ამობობს ან მეორე, შეიძლება პროცესები ისე სულაც არ წავიდეს.

„ასევე ქართველებს გვიყვარს ქარიზმა და ამომრჩეველიც ქარიზმატული ლიდერის ირგვლივ ტრიალებს. დღეს ქარიზმატულ ლიდერებად ისევ რჩება ივანიშვილი და სააკაშვილი. ჩემი აზრით, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდის ავტორებმა ცოტა იჩქარეს. ამის გამოცხადება არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც შეიძლებოდა, როცა პროცესი დასრულდებოდა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.