"ქართულ ოცნებაში" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
ამასთან, პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც არიან შეკრებილი.