საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია საზოგადოებას ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:
"არ გიყვებით, არ ვწერ. ჩემთვის, უხმაუროდ, ჩავდივარ ხოლმე რუსთაველზე ცრემლ გამშრალ მამებთან. მრცხვენია თბილად და კომფორტულად ყოფნა, როდესაც ჩვენი სისხლი და ხორცი ერთ მუჭა თავდადებულ ადამიანებთან ერთად ცხოველებივით ყრიან ქუჩაში - ბიძინეს თავაშვებული ხროვის წინააღმდეგ სიმართლის ძიებაში. მრცხვენია, რადგან თავად ვყოფილვარ ამ დღეში და არ მინდა დავემსგავსო უმაქნის, არაფრისგამკეთებელ მონებს, ვისაც მხოლოდ ჭამა და საჭმლის მონელება უქცევიათ ცხოვრების აზრად.
"ხვალ, საღამოს 8 საათზე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და უბრალოდ - წესიერი ადამიანები, დავეხმარებით ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კანონით კუთვნილი კარვის გაშლაში. ვინც ენდობით ჩემს სიტყვას და აზრს, ვისთვისაც სულერთი არ არის ამ ქვეყნის მომავალი, სიმართლე და სამართალი, მოდით ხვალ რუსთაველზე. როგორც უნდა იყოს, ხვალ იქ ვიქნები და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ.
"ქალბატონებს არ მივმართავ. მათ არ სჭირდებათ შეხსენება, ისედაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები არიან ოდითგან. ვისაც ქუდი ხურავს და შარვალი აცვია, მოდით ხვალ არაკაცობის და უსამართლობის წინააღმდეგ!" - წერს ცოტნე გამსახურდია.
ზაზა სარლიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.