"ევროპული საქართველოდან" მასობრივად გარბიან - "მიუღებელია "ნაცმოძრაობასთან" კავშირი"

"ევროპული საქართველო" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა. 

როგორც ღურწკაიამ განაცხადა, მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავების და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.

მისივე თქმით, მასზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მუშაობა ", - თქვა ღურწკაიამ.

ღურწკაიას პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა "ევროპული საქართველის" ერთ-ერთი ლიდერი ლელა ქებურია. ქებურიას თქმით, ღურწკაის ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და მასზე ზეწოლაც განხორციელდა. მისი მტკიცებით სწორედ ამიტომ მიიღო ღურწკაიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.

„ევროპული საქართველო", ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, გუშინ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - ზვიად საბანაძემაც დატოვა.