გრიპის ვირუსის გამოჩენას საქართველოში ორ კვირაში ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს - გრიპიანი და გაციებული ადამიანი ნაკლებად მივიდეს სამსახურში:
"გრიპისმაგვარი დაავადებები, ჩვენ რომ გაციებას ვუწოდებთ, ასეთი ვირუსები დადის. მათ შორის, ყოველკვირეულად შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოთ ამჟამად რა ვირუსებია საქართველოში. ბოლო კვირების განმავლობაში, ძირითადად, ქვეყანაში ცირკულირებს: რინო ვირუსები, პარაგრიპის ვირუსები, მეტაონევმო ვირუსები. ეს სამი ვირუსია წამყვანი ქვეყანაში არსებულ გაციების ვირუსებში. გრიპის ვირუსის გამოჩენას დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით. ჯერჯერობით, ყველა პროგნოზით, ვირუსი ცოტა უნდა იყოს", - განაცხადა იმნაძემ.