მიხეილ ნონიკაშვილი ფეისბუქში წერს, ავიაკატასტროფას როგორ გადაურჩა. ის ,,ბორჟღალოსნების” საქომაგოდ გერმანიიდან იტალიაში მიემგზავრებოდა.
,,არ მიყვარს ფრენა, ჰაერში ჩემთვის დრო ჩერდება. ,,ლუფტჰანზამ” მიუნხენიდან გაურკვეველი იტალიური კომპანია გაფრენთო. შევნიშნე, რომ ზოგიერთი ნაწილი თვითმფრინავს თითქოს ,,მომენტი” წებოთი ჰქონდა მიმაგრებული.
მიუნხენის აეროპორტში სხვა თვითმფრინავებზე დაკვირვებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ასეთი არც ერთი იყო. აშკარად ძალიან ძველია. ავედით სალონში და ჩვენი ყვითელი ,,მარშუტკა” გამახსენდა. დაიძრა…
ალპებზე გადაფრენისას ვგრძნობდი, როგორ ვეხეთქებოდი მთის წვერზე, მაგრამ სიღრმეში ვაცნობიერებდი, რომ მთების ქვეყნის შვილს ამაზე ნაკლები დასასრული არ მეკადრებოდა.
პილოტმა გამოაცხადა, რომ ძრავა არ ირთვებოდა და ელოდნენ რაღაცას ან ვიღაცას დასახმარებლად. ასე ვიდექით ზეცას და მიწას შორის გამოკიდებულები. საბედნიეროდ, ძრავამ უარი მას შემდეგ ,,თქვა”, რაც პიზის გაცვეთილ, ამბროლაურის ტიპის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
ეს ჩემი მეორედ დაბადება იყო. მადლობა, ღმერთო, დაბადების დღეს კიდევ ერთხელ დაბადებისთვის…”