"რაც გინდათ თქვით, თუ გინდა შემაგინეთ, ოღონდ სააკაშვილთან ნუ გამაიგივებთ და ჟვანიას ხსენებისგან თავი შეიკავე, ეს არის ჩემი თხოვნა”– ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ მის ოპონენტ თაკო ჩარკვიანს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას.
მისი თქმით, არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის ან მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და ის იყო მხოლოდ ზურაბ ჟვანიასთან ერთად.