"კეზერაშვილი ძალიან კარგად გადაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“ - ვაშაძე

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ დღეს კეზერაშვილი და ფარცხალაძე პარტნიორები არიან და ივანიშვილის დაკვეთებს ერთად ასრულებენ.

„კეზერაშვილი ძალიან კარგად გადაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“. კეზერაშვილებიც, სუბელიანებიც და ასეთი ადამიანები დამთავრდება მაშინ, როცა ჩვენ სისტემაში, რაც გვაქვს სასამართლო რეფორმაში, იქნებიან, უცხოელი მოსამართლეები და მათ შორის მათ საქმეებსაც განიხილავენ. კეზერაშვილი ფარცხალაძის პარტნიორია და ერთად არიან ეგენი. ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია უკანონო დავალებების ყველაზე კარგი შემსრულებელი და აირჩია „ლიჩნიკად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.