რა კავშირი აქვს გრიგოლ ვაშაძის PR ტექნოლოგ შკლიაროვს სააკაშვილის ვიდეოს გაქრობაში- შსს კომენტარს არ აკეთებს

რა კავშირი აქვს გრიგოლ ვაშაძის PR ტექნოლოგ შკლიაროვს სააკაშვილის ვიდეოს გაქრობაში- შსს კომენტარს არ აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალური ქსელიდან წაშლილ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე საუბრობდა, კომენტარს არ აკეთებს.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებაზე საუბრობს.

თუმცა, მოგვიანებით ვიდეო გაქრა, ხოლო ის პირები, ვისაც აღნიშნული მასალა გაზიარებული ჰქონდათ. “დარეპორტდნენ”.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო წაშლილია, მას ინტერნეტსივრცეში ათასობით გაზიარება აქვს.

საზოგადოების ნაწილს მომხდარი ფაქტი 2012 წელს ახსენებს, რა დროსაც რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის მხარდამჭერების ვიდეომასალები სოცქსელებიდან ქრებოდა.

ასევე, ვრცელდება მოსაზრება, რომ ამ ფაქტთან კავშირი შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის PR კამპანიაზე მომუშავე ვიტალი შკლიაროვს ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგი, კრემლის დაკვეთით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქსენია სობჩაკის კამპანიას ხელმძღვანელობდა.

სოციალურ ქსელში გაჩნდა მოსაზრება, რომ ვაშაძის პიარ-ხელმძღვანელი ამჟამადაც ანალოგიურ ხერხს მიმართავს და ცდილობს მისთვის არასასურველი მასალა ინტერნეტსივრციდან გააქროს, ხოლო ვინც ეს ვიდეომასალა გააზიარა, “დაარეპორტოს”. აღნიშნული, ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, ამ ეტაპზე, დადასტურებული არ არის.

ამჟამად შკლიაროვის 7-კაციანი ჯგუფი ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს.