დიდი გადაადგილება ტელევიზიებში - ვინ საიდან წამოვიდა და სად მიდის

დიდი გადაადგილება ტელევიზიებში - ვინ საიდან წამოვიდა და სად მიდის

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" "პირველი არხის" რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. მა­უ­წყე­ბე­ლი "მო­ამ­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა - შო­რე­ნა ხვი­ჩი­ამ და თა­მარ გო­გე­საშ­ვილ­მა და­ტო­ვეს და ისი­ნი საქ­მი­ა­ნო­ბას "იმე­დის კვი­რა­ში" გა­აგ­რძე­ლე­ბენ. "იმე­დი" გუნ­დის გა­სა­ახ­ლებ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც აწარ­მო­ებს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ბევ­რი ახა­ლი სახე იქნება.

გა­და­ცე­მა "იმე­დის კვი­რის" ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე "ამბებთან" გუნდის გა­ნახ­ლე­ბას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

წინა კვი­რას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ორმა ჟურ­ნა­ლის­ტმა - მარ­თა არ­და­შე­ლი­ამ და ქეთი ბრა­ჭულ­მა და­ტო­ვეს. არ­ხი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გახ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არხი მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და.