ნინო ანთიძე: ეს უზრდელი გოგო ბიბლიოთეკაზე წამოსასკუპებელი კი არა, თვით ბიბლიოთეკა „კარცერ-ლუქსშია“ ჩასასმელი

ნინო ანთიძე: ეს უზრდელი გოგო ბიბლიოთეკაზე წამოსასკუპებელი კი არა, თვით ბიბლიოთეკა „კარცერ-ლუქსშია“ ჩასასმელი

„რას ვფიქრობ და - უამრავი განათლებული, ზრდილობიანი, კულტურული და გაწონასწორებული ახალგაზრდაა უმუშევარი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში facebook-მომხმარებელი ნინო ანთიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„...უხამსი, ენაბილწი, თავხედი და უტიფარი რატომ უნდა იყოს თუნდაც მიშას ბიბლიოთეკის მმართველი? ეს ბიბლიოთეკა ამ ქვეყანას არ ეკუთვნის?

ეს უზრდელი გოგო ბიბლიოთეკაზე წამოსასკუპებელი კი არა, თვით ბიბლიოთეკა „კარცერ-ლუქსშია“ ჩასასმელი - იქნებ როგორმე გაკეთილშობილდეს!

P.S. განმარტება: „კარცერი-ლუქსი“ დოჩანაშვილს დავესესხე, დესპოტიზმი არ დამწამოთ“, - წერს ანთიძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში  ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.