„გაეცანი, გადაეცი, გაავრცელე“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2019-21 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის;
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია;
2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს“, - წერს ჩრდილელი.