„ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ, ამავე პარტიის ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვა.
საბანაძის განმარტებით, მისთის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ სააკაშვილისა და უგულავას გუშინდელი განცხადებების შემდეგ „ყველაფერს ფარდა აეხადა“.
„ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ზვიად საბანაძემ.
საბანაძეს არ აკონკრეტებს, შეუერთდება თუ არა რომელიმე სხვა პარტიას, თუმცა აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი წევრის მანდატით გააგრძელებს.