„ეს აბსოლუტური ნონსენსია“- გიორგი ბარამიძე სამხედროებთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივაზე

„ეს აბსოლუტური ნონსენსია“- გიორგი ბარამიძე სამხედროებთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივაზე

მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა ყოფილ სამხედრო მოხელეებს სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და აქტივობა აეკრძალოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა აბსოლუტური ნონსენსია და ემსახურება იმას, რომ სამხედროებს აზრის გამოხატვაში ხელი შეეშალოთ:

„მას შემდეგ, რაც მებრძოლმა გენერალმა, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურებები აქვს თავისი ქვეყნის წინაშე და ბევრმა სხვა სამხედრომ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არ შეიძლება მოღალატეს მისცენ ხმა, ეს ძალიან მოხვდა „ქართულ ოცნებას“ და სურთ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს, ვინც არიან ნამდვილად სამხედროები, რადგან მათი პროფესიაა სამშობლოს დაცვა, აუკრძალონ სამხედრო ფორმით თავისი აზრის გამოთქმა. ეს აბსოლუტური ნონსენსია. ცივილიზებულ სახელმწიფოებში სამხედროები გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას, მით უმეტეს თავის სამშობლოსთან მიმართებაში, პრეზიდენტთან და სამხედრო ძალების მთავარსარდალთან მიმართებაში. ბუნებრივია, ეს მათი უფლებაა,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.