"ნაძირალა ქალი! ამხელა ტყუილი როგორ უნდა იკადრო?!" – ლორთქიფანიძემ ჩარკვიანს უპასუხა

თაკო ჩარკვიანისა და ლევან ლორთქიფანიძის მწვავე დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ თაკო ჩარკვიანმა ლევან ლორთქიფანიძეს ფინანსურ გარიგებაში დასდო ბრალი:

„ერთი “ბუთქუჩა”, ძალიან ენატლიკინა ბიჭისთვის, სერიოზული საჩუქარი გაუკეთებია – ყოფილი პრემიერის კლანს( კვირიკაშვილის არა), ბინის ყიდვა, პატარა ამბავი, ხომ არაა, ამას, ხომ “გადახდა” უნდა… ჰოდა, ზის ეს”პუტკუნა ბიჭი” ეთერში და აბრუნებდა ვალს, გადახდა ფულით არ მოსულა - მხოლოდ სიტყვიერად“ – დაწერა ჩარკვიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

აღნიშნულ ბრალდებას ლევან ლორთქიფანიძე მაშინვე გამოეხმაურა:

“ბინა უყიდიათ ჩემთვის, ხალხო! ამ სიმართლით რომ დადიხართ, იმიტომ ხართ წინ. ამხელა ტყუილი როგორ უნდა იკადრო… ქალაქი ხომ პატარაა და ყველამ იცის ჩემი ამბავი. ნაძირალა ქალი!", – წერს ლორთქიფანიძე.