მერაბ მორჩაძეს სასჯელის სახით 2 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მერაბ მორჩაძეს სასჯელის სახით 2 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ - ის 372 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც შეეხება სასჯელს, პროკურორის თქმით, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“.