"ეს უზნეობა როდის უნდა დაასრულონ ამ უზნეოებმა?! – კილაძე "ნაციონალი ქალის" გამოხდომაზე

"უნამუსო ჩათლ..." – ასე მიმართა გუშინ სოფელ ატოცში საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ. აღნიშნულ ფაქტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეხმაურება.

"სალომე ზურაბიშვილს დღეს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა "ნაციონალმა" ქალმა. გამონათქვამი იყო დისკრიმინაციული და მიმართული ქალის დაკნინებისკენ! ეს უზნეობა როდის უნდა დაასრულონ ამ უზნეოებმა? ველოდები, როდის გამოეხმაურებიან გენდერულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ქალის მიმართ ასეთ დისკრიმინაციულ გამონათქვამს", – წერს სოფო კილაძე.