"ბოლო 2 თვეა ძა­ლი­ან გახ­შირ­და მა­რი­ხუ­ა­ნით მო­წამ­ვლა, უმეტესობა გოგონებია" - ტოქ­სი­კო­ლო­გი­

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტოქ­სი­კო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სორ­მა, „კლი­ნი­კურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ თე­მურ კო­ბი­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბა­ზე და ბოლო თვე­ებ­ში გახ­ში­რე­ბულ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

"მე­ღი­მე­ბა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ არის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო. არ არის საქ­მე ასე მარ­ტი­ვად. უკვე დიდი ხა­ნია გან­გა­შია ასა­ტე­ხი. სა­უ­ბა­რია მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე. ბოლო ორი თვეა ძა­ლი­ან გახ­შირ­და მა­რი­ხუ­ა­ნით მო­წამ­ვლის შემ­თხვე­ვე­ბი. ეს პირ­და­პირ უქ­მნის საფრ­თხეს ჩვენს გე­ნო­ფონდს, ჩვენს ახალ­გაზ­რდებს. არ ვიცი ეს რის ბრა­ლია. ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი როლი ითა­მა­შა მის­მა პრო­პა­გან­დამ.

რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, შე­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა გო­გო­ნე­ბია. სა­უ­ბა­რია 17 დან 26 წლამ­დე ან შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტიც. მე სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს. მე ვსა­უბ­რობ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ კერ­ძო პრაქ­ტი­კი­დან, ჩვენს მიერ ნა­ნა­ხი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - აცხადებს კობიძე.