"ყოფილი ნაცი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ყოფილი "კაგებეშნიკი"

ირმა სოხაძე ამბობს, რომ მისთვის ტრავმულად მტკივნეულია ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება. გრიგოლ ვაშაძე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე არ არსებობს და მის უკან რეალურად დგას მიხეილ სააკაშვილი.

"ამას მოჰყვება მთელი რიგი შეწყალებები. ყოფილი ნაცი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ყოფილი "კაგებეშნიკი". ეს არის მდგომარეობა, იდეოლოგიაც არ არის”, – განაცხადა ირმა სოხაძემ "კავკასიის" ეთერში.